„არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე პროკურატურამ მყისიერი რეაგირება განხორციელა„

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელდა მყისიერი რეაგირება – – ამის შესახებ საქართველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ უმოკლეს ვადებში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 111 საქმეზე, მათგან 20 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო; 15 საქმეზე 24 პირის მიმართ სხვადასხვა კვალიფიკაციით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე დევნადაწყებული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.
„საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელდა მყისიერი რეაგირება. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ყველა ფაქტსა და სამართალდამცავ ორგანოებში შესულ ყველა განცხადებაზე, რომლებიც შეეხებოდა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დარღვევებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მუდმივად მიეწოდებოდა ინფორმაცია პროკურატურის რეაგირების თაობაზე. პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ უმოკლეს ვადებში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 111 საქმეზე, მათგან 20 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო; 15 საქმეზე 24 პირის მიმართ სხვადასხვა კვალიფიკაციით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე დევნადაწყებული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე სათანადო საპროცესო ხელმძღვანელობისა და დროული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით“, -აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები