ახალი მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამშრომლებს ყოფილმა მინისტრმა წარუდგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ახალი მინისტრი ზურაბ ალავიძე წარუდგინა.
როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს საკმაოდ რთულად შესასრულებელი გრანდიოზული პროგრამა აქვს დასახული. მან ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა ამ რთული მისიის შესრულებაში.
ზურაბ ალავიძემ ნოდარ ჯავახიშვილს სამინისტროში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალ-ღონეს არ დაზოგავს, რათა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმატებული საქმიანობა კიდევ უფრო შედეგიანად გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები