ემზარ კვიციანი: „რუსთავი 2“-ის საქმე არ არის პოლიტიკური

ქიბარ ხალვაშის სახლში გაიმართა საიდუმლო სერობა, სადაც გადაწყდა კოდორის ხეობის აოხრებაც და ჩემი ბედიც, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა.
კვიციანი ქიბარ ხალვაშის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს, მაგრამ მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე პოლიტიკური არ არის.
„მიუხედავად იმის, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება იმის გამო, რომ მის სახლში დაიგეგმა კოდორის ხეობის დაკარგვის გეგმა, ვთვლი, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე პოლიტიკური არ არის. ეს ტელევიზია ისედაც ტენდენციურია და ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ისევ გააგრძელებს მუშაობას, ტელეკომპანიას არავინ ეხება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები