ემზარ კვიციანი: ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძემ და გიგა ბოკერიამ დაიწყეს ჩემი პროვოცირება

გივი თარგამაძემ ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა.
კვიციანი 2006 წლის მოვლენებს იხსენებს და ხელისუფლებასთან მაშინდელი დაპირისპირების დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესარიგებლად გია უდესიანი მიუგზავნა.
„ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძემ, გიგა ბოკერიამ და მაშინდელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სცადეს ჩემი პროვოცირება. მაშინდელ ქართულ ჯარს და პოლიციას კოდორის ხეობისკენ ჩეჩნური ქვედანაყოფი მოსდევდა, ან როგორ გამოატარა ისინი რუსეთის ჯარმა. იქ მე დამეღუპა მებრძოლებიც, რომლებსაც გივი თარგამაძემ შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ჩემი შემორიგება სცადეს და გია უდესიანი მომიგზავნეს. მან მითხრა, რომ პარტიაში უნდა შევსულიყავი მათთან და მე უარი განვუცხადე, მაშინ მითხრა უდესიანმა, რასაც მოიმოქმედებდნენ და გამართლდა კიდეც ეს ყველაფერი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები