„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას „სისტემური დანაშაულის“ რეგულაციის კანონპროექტს სთავაზობენ

გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
კაიკაციშვილი რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც 2012 წლამდე ჩამორთმეულ ქონებას ეხება.
„ბლადაძის, რამაზ ახვლედიანის ასევე „ინტელექტ-ბანკის“ – საქმეებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწევენ სამართლებრივ მომსახურებას. მე მჯერა, რომ ახალი პარლამენტის დამტკიცების შემდეგ ყველა გახმაურებულ საქმეზე წარმოებული პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ კანონმდებლობაში გაჩნდეს „სისტემური დანაშაულის“ რეგულაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი. ამისთვის პარლამენტს გააჩნია კონკრეტული საფუძველიც – 2012 წლის კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით და უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მოქალაქეების არსებობა დაადასტურა“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
კაიკაციშვილმა გირგვლიანის საქმეზეც ისაუბრა, რომლსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა. მისი თქმით, დღეს სამთავრობო პროგრამაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები