ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების მხილება მოხდება – სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა

ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა საჯარო გახდეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

როგორც არგანაშვილი განმარტავს, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი იმის თაობაზე, რომ თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ოჯახში ძალადობენ, მათზე გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო.

„ვაშაა! საქალაქოში მოვიგეთ საქმე, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი იმის თაობაზე, რომ თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ოჯახში მოძალადეები არიან ეს უნდა ვიცოდეთ და მათზე გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვცენ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დღეს მოვიგეთ!

შსს-დან ვითხოვდით ინფორმაციას – „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირთა მიმართ, („საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ – მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები”, მოქმედი კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ), „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან განსახილველ პერიოდამდე, გაცემულა თუ არა ამავე კანონით გათვალისწინებული დამცავი და შემაკავებელი ორდერი“, – წერს ანა არგანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები