თეა წულუკიანი „რუსთავი 2“–ის საქმეზე – „ყველანაირი ცილისწამება უნდა იყოს დადასტურებული ფაქტებით“

„რუსთავი 2“–ის საქმე არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მართლმსაჯულების ორგანოს ხელში და მე არ შემიძლია მაინტერესებდეს რომელიმე მოდავე მხარის ბედი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდის განიხილავს აღნიშნულ საქმეს დიდი პალატა, ეს მისი საქმე არ არის.
„მხარეების ბედი, ერთი მხრივ, „რუსთავი 2“–ის, რომელიც პარტიული ტელევიზიაა და ეს უკვე მოცემულობაა და მეორე მხრივ, მოდავე მხარის, რომელიც ამბობს, რომ ეს ტელევიზია თავის დროზე წაართვეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმურობის მქონე არბიტრის ხელში. ეს არ არის რომელიმე კოლეგია უზენაესი სასამართლოსი, ეს არის დიდი პალატა, რომლის იქით არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მართლმსაჯულების ორგანო. ამ მხარეების ბედი არის სწორედ ამ დიდი პალატის ხელში. ამიტომაც, მე არ შემიძლია მაინტერესებდეს რომელიმე მხარის ბედი დადებითად გადაწყდება ის თუ უარყოფითად და ეს იქნებოდა დანაშაული. ამიტომ მე სრულად ვენდობი არბიტრს, მოსამართლეს. ვენდობი იმ 9 კაციან შემადგენლობას, რომელიც განიხილავს ამ საქმეს. თუ როდის განიხილავენ ამ საქმეს, ეს მათ მეტს არავის ეხება და მათ შორის არც მე. ყველანაირი ცილისწამება უნდა იყოს დადასტურებული ფაქტებით, რაც აქამდე არ ყოფილა, რაც მე არ მიკვირს. წარსულშიც მოგვისმენია მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მე მას ვაშინებდი. მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ აღმოჩნდა, რომ იმ მუქარის ზარების ავტორი ქალი იყო მისი უბნის ბოსტნეულის გამყიდველი“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები