არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ – ოთხოზორიაზე თქვენ როგორ ლაპარაკობთ?

უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თემით სპეკულაციაში დაადანაშაულა.
თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მათი მმართველობის დროს მომხდარი შემთხვევები შეახსენა.
„გამოდით და თქვით, ძებნის დოკუმენტს რომ ითხოვდით, ინტერპოლისთვის არ მიუწერია შსს-სო, ასე მაინც გვაჩვენეთ, რომ შსს-მ ამ წერილის ასლი გადმოგცათ და საერთოდ არც კი აღნიშნეთ, უპასუხისმგებლობის ტიპიური მაგალითია ხო?! რაც შეეხება ოთხოზორიას შემთხვევას, ერთი გახსოვთ თუ არა შემთხვევები, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდა. 10 შემთხვევა იყო მინიმუმ ბატონებო და არანაკლებ მძაფრი და ტრაგიკული, ვიდრე ოთხოზორიას შემთხვევები, კონცერტები და შოუები არ მახსოვს თქვენგან ამაზე. შეგახსენებთ, მაგალითად 2007 წლის შემთხვევას, სადაც აფხაზეთის მიმართულებით განმუხურთან პოლიციელი მოგვიკლეს. 2011 წელს 19 მაისს საჩხერეში მოსწავლე დაგვიცხრილეს 17 წლის, 2012 წელს 4 მარტს ყუმბართმტყორცნები ესროლეს პოლიციის განყოფილებას და პოლიციელებზე იყო თავდასხმა. ეს შემთხვევები დაგავიწყდათ თუ ოთხოზორია არის თქვენი ცენტრალური თემა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე სპეკულირებთ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები