პროგრამისტებმა სერვისი შექმნეს, რომლის მეშვეობით ინტერნეტიდან „გაქრობაა“ შესაძლებელი

შვედეთში პროგრამა გამოიგონეს, რომელიც ინტერნეტიდან ყველა ექაუნთის წაშლის შესაძლებლობას იძლევა  პროგრამა შვედმა პროგრამისტებმა ლინუს იუნებაკმა და უილი დოლბომ შექმნეს. მისი მეშვეობით Gmail-ის მომხმარებლებს ყველა ექაუნთის წაშლა შეუძლიათ, რომლებთანაც მათი ელექტრონული ფოსტაა „მიბმული“. ამის შესახებ გამოცემა The Next Web იუწყება.
სერვისის სახელწოდებაა Deseat.Me,. ის კარგია მათთვის, ვინც სოციალური ქსელებისგან დაიღალა.
მომხმარებელი საიტზე Google-ის პაროლით უნდა შევიდეს. ამის შემდეგ პორტალი დაადგენს თუ სად ხართ დარეგისტრირებულები. თუ თქვენ მონიშნავთ რომელიმე საიტს, იქ არსებული თქვენი ექაუნთები წაიშლება.
პროგრამის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათი გამოგონება პოპულარული იქნება, ვინაიდან ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ვირტუალური სამყაროდან „გაუჩინარება“ სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები