გიორგი კვირიკაშვილი: დაზღვევის პროდუქტების განვითარება კერძო სექტორის მიმართულებით პრიორიტეტულია

„ჩვენ სადაზღვევო სისტემას შემდგომში კიდევ უფრო დავხვეწავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტები საყოველთაო დაზღვევის მომსახურებიდან გაიმიჯნოს.
”საერთოდ, დაზღვევის პროდუქტების განვითარება კერძო სექტორის მიმართულებით პრიორიტეტულია. დღეს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს კერძო სადაზღვევო კომპანიები ემსახურებიან. ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ ერთად და მე მივესალმები ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ შეგვიძლია, სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხი. დღესდღეობით, კერძო სადაზღვევო პაკეტები მოქმედებს, მაგრამ ჯანდაცვა აქტიურად მუშაობს, რომ ეს ყველაფერი მკაფიოდ გაიმიჯნოს სახელმწიფო სადაზღვევო და საყოველთაო დაზღვევის მომსახურებიდან. ჩვენ ამ სისტემას შემდგომში კიდევ უფრო დავხვეწავთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები