თენგიზ ცეკვავა: სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს შსს სისტემატიურად გვაწვდის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა პარლამენტში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე კრიმინალის სტატისტიკით დაინტერესდა და მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილს იმის დასახელება მოსთხოვა, თუ რამდენი ბანკის ყაჩაღობა მოხდა მიმდინარე წელს. ცეკვავას განცხადებით, შს სამინისტრო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს სისტემატიურად აწვდის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს სისტემატიურად, კვარტლური პერიოდულობით აწვდის, რაც ქვეყნის მთავრობის მიერ, სტატისტიკური სამუშაოს სახელმწიფო პროგრამაში მოცემული პირობებითაა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამა კვარტლური პერიოდულობით, ზუსტ თარიღებში სტატისტიკური მონაცემების გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საქსტატის ვებგვერდზე“, – აცხადებს ცეკვავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები