გიორგი კვირიკაშვილი: სიტუაციური ოთახის სახით, ძალიან წარმატებული პროექტი განხორციელდა

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის დახმარებით, აღჭურვილ იქნა სიტუაციური ოთახი, სადაც აბსოლუტურად დეტალურად არის გაწერილი უწყებათშორისი კოორდინაციის ის პროცედურები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში გულისხმობს მთავრობის კოორდინირებულ მოქმედებას“ – ამის შესახებ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებთან მიმართებაში ჩატარდა სიმულაციური სწავლებებიც, თუ რომელი უწყება მოცემულ სიტუაციაში რას გააკეთებს.
„ასევე, უნდა ვთქვა, რომ უფრო მაღალი დონის კრიზისებთან მიმართებაში დებულებით არის გაწერილი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და აქ ხდება გარკვეული გამიჯვნა, რა დროსაც მაღალი დონის კრიზისის დროს გარკვეული სიტუაციების მართვა გადადის უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, უფრო მეტი დეტალიზაციაა საჭირო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი ბრიტანეთის მთავრობას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მაღალი დონის ექსპერტი, სერ გარი ჯონსონი იყო ამ პროექტში ჩართული და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი განხორციელდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დასვა კითხვა, თუ როგორ აქვს მთავრობას გააზრებული კრიზისულ სიტუაციებში ერთიანი მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები