გიორგი მღებრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, ”ქართული ოცნების” უმრავლესობასთან შეხვედრისას, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხი დამატებით შიდა კონსულტაციებს საჭიროებს.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, საჭირო იქნება მეტი მსჯელობა პროფესიონალებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

„შს სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დისკუსიაში, ხოლო თუ ეს განხორციელდება, უნდა მოხდეს კომპლექსური ღონისძიებების ფონზე, რაც თავის მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვას გულისხმობს“, -განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები