არჩილ თალაკვაძე: 40-%-დან 90-% – მდე გაიზარდა მოძალადეთა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლები

ჩვენი გუნდი უერთდება მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც მტკიცედ დგას ძალადობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო დღეს.
როგორც თალაკვაძემ, პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრაზე განაცხადა, 2014 წლიდან ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.
მისი თქმით, 10- ჯერ გაიზარდა შემაკავებელი ზომების მიღება პოლიციის და სასამართლოს მხრიდან და 40-%-დან 90-% – მდე გაიზარდა მოძალადეთა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლები.
„დღეს არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო დღე. ჩვენი გუნდი უერთდება მსოფლიოს იმ ნაწილს რომელიც მტკიცედ დგას ძალადობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ 2014 წლიდან ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, შედეგად ორ ნახევარჯერ გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა, გაიზარდა მათთვის სერვისების მოცულობა. 10- ჯერ გაიზარდა შემაკავებელი ზომების მიღება პოლიციის და სასამართლოს მხრიდან და 40-%-დან 90 -% – მდე გაიზარდა მოძალადეთა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლები. 500- ზე მეტი ქალი შეუერთდა პოლიციის რიგებს და ჩაერთო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩატარდა 3 ათასამდე საგანმანათლებლო შეხვედრა და ამ სამუშაოს გაწევისთვის მთავრობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მსურს მადლობა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს და დონორ ორგანიზაციებს, ასევე მედიას. მჯერა, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ამ სფეროში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები