გიორგი კვირიკაშვილი: სამწუხაროდ თინა ხიდაშელმა ეთიკა ბევრჯერ დაარღვია

“ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამსახური გააუქმა, ახლა კი მის აღდგენაზე საუბრობენ.
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრების სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს.
“თინა ხიდაშელმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, ჩემდა სამწუხაროდ, ამდენი ხანი საჯარო კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ იქნა დარღვეული, მე შეიძლება ბევრჯერ გული მეტკინოს, მაგრამ არა უშავს. პოლიტიკაში გულის ტკენა არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო გრძელვადიან სტრატეგიასთან შესაბამისობაში, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა ეს იქნა მიღებული,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები