ალექსანდრე ჯეჯელავა: ნახმარი სახელმძღვანელოები განუზომლად სასარგებლოა სწავლისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასმულ კითხვას სახელმძღვანელოების ბაზის განახლების თაობაზე, განათლების მინისტრობის კანდიდატი ასე პასუხობს.
„მინდა გითხრათ, რომ ნახმარი სახელმძღვანელოები განუზომლად უფრო სასარგებლოა სწავლისთვის, ვიდრე დაქსეროქსებული სახელმძღვანელოები, რომელიც ჰქონდათ ქართველ მოსწავლეებს, როცა არ მიუწვდებოდათ ხელი მის შესაძენად.“-განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრობის კანდიდატმა იქვე აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების განახლების ბიუჯეტი გათვალისწინებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები