თეა წულუკიანი “ნაციონალებს” – სამარცხვინოდ წააგეთ დავა რუსეთის წინააღმდეგ (ვიდეო)

ჰააგის სასამართლოში დავა წააგეთ – ამ სიტყვებით საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, დეპუტატ სერგი კაპანაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მიმართა.
საუბარია ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელზე.
„ომი ვინ დაიწყო ამაზე გამოძიება მიმდინარეობს, მე ვიცავ სახელმწიფოს ინტერესებს და დამერწმუნეთ, თქვენ როგორც გინდა არ გიყვარდეთ, მე დავიცავ ყველა იმ სახელმწიფო ინტერესს, რომელიც თქვენ ვერ დაიცავით, თქვენ ხართ დასავლური ძალა?! თქვენ ვის აკრიტიკებთ?! გამოქვეყნებულია ეს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში, თქვენ ეს დავა რუსეთთან წააგეთ“, – მიმართა წულუკიანმა “ნაციონალურ მოძრაობას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები