გიორგი კვირიკაშვილი: არ ვმალავ, უკრაინასთან პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა

„უკრაინა არის ჩვენი უახლოესი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. პრობლემები ამ მიმართულებით იქმნებოდა და არ ვმალავ, ამ პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა“ – ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრს გიორგი კანდელაკს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ამ პრობლემებისა, რომელსაც ოდესის გუბერნატორი ქმნიდა, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ხელისუფლებას საერთაშორისო პლატფორმაზე.
„უკრაინა არის ჩვენი უახლოესი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ ამას. პრობლემები ამ მიმართულებით იქმნებოდა და არ ვმალავ, და ამ პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა-მისი არაერთი დესტრუქციული განცხადება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არცერთ მომენტში, არ ასახულა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინასთან მიმართებაში არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე. შემიძლია ათობით შემთხვევა მოგიყვანოთ, როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ და ჩვენ აქ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს. უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ვართ ერთი დასავლური ოჯახის წევრი ქვეყანა, რომლებსაც გაგვაჩნია ერთი სტრატეგიული მიზნები, ერთი სტრატეგიული მიზანი, ამიტომ, ვერანაირად ვერ მივიღებ ამ კრიტიკას ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, იყო უხერხულობები და მე ვიქნებოდი ახლა სირაქლემას პოზიციაში, რომ ამაზე არ მეთქვა. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამ უხერხულობებს არცერთ მომენტში არ უქონია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები