„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N163-თან, ავარიულად დაზიანდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 700 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 25 ნოემბერს, 16:30 საათიდან, ხვალ, 26 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: საქნავთის, ლოჭინოს და ლილოს დასახლებებს, ჭირნახულის, მეფრინველეობის, სტურუას, კამოს, მეკოკიშვილის ქუჩებს და სადგურ ლილოს. სოფლებს: გამარჯვებას, ნასაგურს, დიდ ლილოს, წინუბანს, ლუდსახარშ ,,კასტელს“ , ლილოს ბაზრობას, კახეთის გზატკეცილს, იუმაშევის ქუჩას, თბილის ზღვაზე მდებარე ,,ოლიმპიურ ქალაქს“ და მის მიმდებარედ სასტუმრო ,,ჰუალინგს“. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები