პრემიერის რეპლიკამ პარლამენტში, მხიარული განწყობა შექმნა

საპარალამენტო უმცირესობასთან მიმდინარე შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი რეპლიკა საყოველთაო მხიარულების მიზეზი გახდა.
კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს დანაშაულის სტატისტიკის ამსახველი ბმული მობილურის საშუალებით გადაუგზავნა და სთხოვა სტატისტიკა მის გვერდით მჯდომი ოთარ კახიძისთვის ეჩვენებინა.
“ბატონი ოთარის ტელეფონი არ მაქვს, აკაკი ბობოხიძის ტელეფონი მქონდა ახლო მჯდომებს შორის, ბმული გამოგიგზავნეთ საქსტატის ვებგვერდის. იანვრიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით მონაცემებია დანაშაულის, შეგიძლიათ, რომ ანახოთ“, – მიმართა ბობოხიძეს გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები