პრემიერი ელენე ხოშტარიას – როცა დემოკრატიის მსხვრევაზე ვსაუბრობთ, არ მგონია, რომ თქვენგან უნდა ისმოდეს ეს შენიშვნები

როდესაც დემოკრატიის მსხვრევაზე ვსაუბრობთ, არ მგონია, რომ თქვენგან უნდა ისმოდეს ეს შენიშვნები,- ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ელენე ხოშტარიას, რომელმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, სერიოზულად ამბობდა თუ არა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე სასამართლო პროცესია.
„რაც შეეხება კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებებს, ჩვენი საერთო, დიდი ძალისხმევის შედეგად მიღებულ იქნა ის ვარიანტი, რომელიც იყო აბსოლუტურ შესაბამისობაში, 95%-ზე მეტად იყო შესაბამისობაში ვენეციის კომისიის შენიშვნებთან. რაც შეეხება თქვენს შეხედულებას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, ეს არის თქვენი შეხედულება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც დემოკრატიის მსხვრევაზე ვსაუბრობთ, მე არ მგონია, რომ თქვენგან უნდა ისმოდეს ეს შენიშვნები, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ამის მაგვარი დღეს ქვეყანაში არ ხდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვანი, – ისინი ელოდებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები