გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას აუცილებლად მიიჩნევს

ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის მომდევნო 4 წელიწადში გააქტიურებაა საჭირო,-განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის სივრცით მოწყობაზე, რომელიც არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი განვითარების მთავარ ჩარჩო-დოკუმენტს.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში, წერტილი დაესმება ქაოსურ განაშენიანებას და მომზადდება ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმა.
„საქართველოს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს ახალი აბრეშუმის გზის ძალიან დიდი შესაძლებლობები. მაგრამ, საქართველოს შესაძლებლობების გამოყენება ვერ მოხერხდება თუ ჩვენ არ მოვახდინეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის სტანდარტების მოყვანა იმ შესაბამისობაში, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. აქ მნიშვნელოვანია დრო, თუ სატრანზიტო ტვირთმა ნახა სხვა გასასვლელი, შემდეგ მისი დაბრუნება სამხრეთ კორიდორში არის გაცილებით რთული. სწორედ დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გვმართებს ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებსაც შეეხო.
მისი თქმით, მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაა და იგი შენარჩუნებული იქნება მომავალშიც. საქართველოს მოქალაქეები კვლავაც იქნებიან დაცულები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქვეყანაში კვლავაც დაცული იქნება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი, რა მიზნითაც ხორციელდება სასამართლო სისტემის რეფორმა და გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში მთავრობის დამტკიცების ფარგლებში გამართულ საგანგებო სხდომას დაესწრო. ასევე შეხვდა ფრაქციებს.
მთავრობის ახალ კაბინეტს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა 22 ნოემბერს წარადგინა, პარლამენტი 26 ნოემბერს დაამტკიცებს.
მთავრობის ახალ კაბინეტში თითქმის სრულად განახლდა ეკონომიკური გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები