კახა კალაძე: მე ვიყავი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი და ჩემი წლიური შემოსავალი იყო 6 მილიონი

„ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, მე ვიყავი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მინისტრი და გეტყვით, რომ ჩემი წლიური შემოსავალი იყო 6 მილიონი”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადა მარშანიას უპასუხა მის ფინანსურ მდგომარეობასთან დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. კახა კალაძემ დაინტერესებულებს ურჩია, მისი ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდნენ.
„ყველაფერი, რაც კი მე გამაჩნია, ასახულია დეკლარაციაში, არანაირი ეჭვები არ არსებობს ჩემს ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი.
6 მილიონი იყო ჩემი წლიური შემოსავალი და საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმის, რომ სწორედ მიმემართა ეს თანხები და დღეს არავისზე არ ვიყო დამოკიდებული,“-ასე უპასუხა კახა კალაძემ ადა მარშანიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები