გიორგი კვირიკაშვილი: დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა. როგორც კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა, რეფორმა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს სტანდარტებს ნატო-ს სტანდარტებთან. კვირიკაშვილმა ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პოლიტიკას მომავალი 4 წლის განმავლობაში გააგრძელებს.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა და ეს რეფორმა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს სტანდარტებს ნატო-ს სტანდარტებთან და უმნიშვნელოვანესია, რომ გარდა თავსებადობისა, ეს რეფორმა მიმართულია ჩვენი ქვეყნის შიდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც გააჩნია კიდევაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური დონიდან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები