რუსმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრინდელი ფორმების დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები აღმოაჩინეს
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები ფარისებრი და რძის ჯირკვლების და ტვინის მოლეკულური კვლევების პროექტს ახორციელებენ. კვლევები კლინიკურ ონკოლოგიაში იქნება რეალიზებული.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ონკოლოგიური დაავადებები ლეტალური შედეგით, ძირითადად, მისი ბოლო – მესამე-მეოთხე სტადიაზე გამოვლენის გამო სრულდება. სწორედ ამიტომ ადრინდელ ეტაპზე მისი გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია.
დნმ-ს რნმ-ს მონაცემების დამუშავება იძლევა ინფორმაცია სიმსივნის უჯრედებზე, დაავადების განვითარების სტადიებზე, ასევე მეტასტაზების შექმნის შესაძლებლობის შესახებ. ამის შედეგად ექიმები ადგენენ დიაგნოზს და სიმსივნის მკურნალობის მეთოდიკას. ამასთანავე პატომორფოლოგიური ანალიზის ჩატარება კვლავაც აუცილებელია, ვინაიდან ახალი მეთოდიკა მას ბოლომდე ვერ შეცვლის.