ეგვიპტეში ძველი ქალაქი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი 7 ათას წელს შეადგენს

ეგვიპტეში არქეოლოგებმა ძველი ქალაქი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი დაახლოებით 7 ათასი წელია. არქეოლოგიური გათხრების ადგილას აღმოჩენილია შენობები, ხისგან და ლითონისგან დამზადებული ინსტრუმენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და აკლდამები.
ქალაქი ნილოსის ნაპირზე, აბიდოსის მახლობლად მდებარეობდა. ექსპერტების განცხადებით, ამ ადგილას ნაპოვნი აკლდამები იქ დაკრძალული პირების მაღალი სტატუსის შესახებ მიუთითებს.
ქალაქის აღორძინების ხანა, სავარაუდოდ, ძველი ეგვიპტის ადრეულ პერიოდს მიეკუთვნებოდა. ეგვიპტელი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ძველი ქალაქის აღმოჩენა ხელს შეუწყობს ეგვიპტის ტურისტული ინდუსტრიის კრიზისიდან გამოყვანას , რომელიც 2011 წელს პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის გადაყენების შემდეგ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო რეცესიას განიცდის.

 

_92615696_thinkstockphotos-118979498 _92628506_0287b87f-76a1-4b10-a99c-5974dfe2c20c

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები