დიდ ბრიტანეთში გადაშენებული ფრინველის ჩონჩხი აუქციონზე გაიყიდება

გადაშენებული ფრინველი დოდოს ჩონჩხი დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გაიყიდება. აუქციონის ორგანიზატორები გადაშენებული ფრინველის ჩონჩხში 300-500 ათასი ფუნტის მიღებას ვარაუდობენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩონჩხის მეპატრონე მას 1970-იანი წლებიდან აწყობდა.  კოლექციონერი ფრინველის ჩონჩხის ნაწილებს ასევე აუქციონებზე ყიდულობდა. საბოლოოდ მათ ჩონჩხის 95%-ის აწყობა შეძლო.
მავრიკის კუნძულიდან ფრინველი დოდოს ძვლების გატანა ამჟამად აკრძალულია. ეს ფრინველი ევროპელებმა პირველად 1598 წელს იხილეს. 70 წლის შემდეგ ნადირობის შედეგად ფრინველის ეს სახეობა გადაშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები