კიევში მომიტინგეებსა და "ბერკუტს" შორის მორიგი შეტაკება მოხდა
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეები “ბერკუტის” მიმართულებით ქვებსა და აალებად საგნებს ისვრიან, საპასუხოდ კი ძალოვანები გაზის ყუმბარებით პასუხობენ. მომიტინგეებსა და “ბერკუტს” შორის ე.წ.პირობითი საზღვარი ისევ იწვის. ცეცხლწაკიდებული საბურავების გამო ქუჩა შავ კვამლშია გახვეული. რამდენიმე წუთის წინ პარტია “უდარის” ლიდერი შინაგანი ჯარისა და “ბერკუტის” წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად გაემართა, თუმცა მომიტინგეები ძალოვანების მიმართულებით ქვაფენილიდან აყრილი ქვების სროლას აგრძელებენ. დემონსტრანტების ნაწილი მათ შეჩერებისკენ მოუწოდებს.