დეპუტატები ქუთაისში უკვე იკრიბებიან

მე-9 მოწვევის სხდომაზე დასასწრებად დეპუტატები ქუთაისში უკვე იკრიბებიან. პარლამენტში ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც სხდომა უნდა გახსნას.
პარლამენტში პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მივა. სხდომას პატრიარქი და სხვა მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დასახელებულმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, „პარლამენტს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე ექნება სამუშაო“.
„ეკონომიკური დაპირების ფონზე, მთავარი გამოწვევა, რაც ქვეყანას ახლა აქვს, არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ვფიქრობ, პარლამენტის მოვალეობა იქნება ამ საკითხებზე ეფექტური მუშაობა და ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები