დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ შეხვდა

საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მედიის წარმომადგენლებს ბოლოჯერ შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა საკმაოდ ხანგრძლივი და ამომწურავი საუბარი შედგა.
შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა შეაჯამა ოთხწლიანი საქმიანობა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და წარმატება უსურვა ახალ კანონმდებლებს ქვეყნის სამსახურში. შეხვედრის ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები