ხვალ, “ქართული ოცნება” ორ ფრაქციას დაარეგისტრირებს

ხვალ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ორ ფრაქციას დაარეგისტრირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

”პრეზიდენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ ჩაინიშნა. ნომინირებულია პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე სპიკერები, ასევე, ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც შიდა პარტიული კონსულტაციების შემდეგ შეირჩა. ხვალ გაიმართება სხდომა ტრადიციული დღის წესრიგით. ხვალვე დარეგისტრირდება პირველი ორი ფრაქცია, ხოლო დანარჩენ ფრაქციებს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ დავარეგისტრირებთ. აქედან ერთი ფრაქცია იქნება „ქართული ოცნება”, რომლის ხელმძღვანელიც იქნება მამუკა მდინარაძე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები