მარიამ ჯაში: განათლების სისტემა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

მე გამოცდილება არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ განათლების სისტემების და მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის სფეროშიც დამიგროვდა, – აღნიშნული განცხადება განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მარიამ ჯაშმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას გააკეთა.
„მე ვარ წამყვანი ავტორი საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებული 5-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმისა, სადაც არა მხოლოდ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების, არამედ განათლების სისტემის გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზებია განსაზღვრული. არაერთი კვეთა მქონდა სამეცნიერო თვალსაზრისითაც, რაც ამ შემოთავაზებას, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დავიკავო, ჩემთვის საინტერესოს ხდის. ეს ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია, რადგან განათლების სისტემა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – განაცხადა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები