პარლამენტის სხდომას გიორგი მარგველაშვილი გახსნის

ხვალ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის.
სხდომის დაწყების წინ, მარგველაშვილი დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც გიორგი მარგველაშვილი მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პლენარულ სხდომაზე აქცენტს გააკეთებს.
„საქართველოს პრეზიდენტი გახსნის მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომას. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რომელიც თვისობრივად იქნება განსხვავებული პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვებისგან.
გახსნით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს არაერთ საინტერესო ინიციატივაზე და ამავდროულად, ისაუბრებს საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები