მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ორშაბათს, 21 ნოემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.
”ორშაბათს გახდება ახალი კაბინეტის შემადგენლობა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებზე მოუსმენენ და ამის შემდეგ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას უკვე სესიაზე დაამტკიცებენ. მთავრობა ჩაითვლება დამტკიცებულად, თუ მას მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, 76 დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები