უძველესი ქვა ბიბლიის 10 მცნებით აშშ-ის აუქციონზე 850 ათას დოლარად გაიყიდა
უძველესი ქვა, რომელზეც ბიბლიის 10 მცნებაა ამოკვეთილი, აშშ-ის ბევერლი-ჰილზის აუქციონზე 850 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. წარწერა მარმარილოს ფილაზეა გამოსახული, რომლის ზომა 61 სანტიმეტრია და ის 50 კგ-ს იწონის, ქვის ასაკი 1500 წელს შეადგენს. მარმარილო 10 მცნებით ჩვ.წ.-მდე 300-500 წელს იყო შექმნილი. ის, სავარაუდოდ, ისრაელის ერთ-ერთი სინაგოგის შესასვლელს ამშვენებდა, რომელიც რომაელებმა დაანგრიეს. მარმარილო 1913 წელს დღევანდელი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ იავნეს მახლობლად აღმოაჩინეს. აუქციონზე მისმა მისმა საწყისმა ფასმა 300 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აუქციონზე გატანამდე უძველესი მარმარილოს ქვა რაბინს შაულ შიმონ დოიტს ეკუთვნოდა.