უკრაინული მედია: ივანო-ფრანკოვსკის სამხედრო ნაწილის ოფიცრები კიევთან არიან მობილიზებული
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ივანო-ფრანკოვსკის სამხედრო ნაწილის ოფიცრები უკვე კიევთან არიან მობილიზებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალოვანები მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო ვითარების შემოღებისთვის ემზადებიან. როგორც ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დედაქალაქიდან ქვეყნის მასშტაბით ოფიცრებმა ბრძანება მიიღეს, რომ კიევში საკუთარი ძალებით ჩავიდნენ. გამთენიისას, “ბერკუტმა” ევრომაიდანის მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა დააკავა. გრუშევსკის ქუჩა კი ამ დროისთვის ისევ ცეცხლის ალშია გახვეული. მომიტინგეები საბურავებს ცეცხლს უკიდებენ.