ამ უზარმაზარი ორმოს აღსადგენად იაპონელებს მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდათ (ვიდეო)
იაპონიის ქალაქ ფოკუოკაში მშენებლებმა უზარმაზარი, 15 მეტრის სიღრმის ორმო მხოლოდ ერთ კვირაში აღადგინეს.
ორმოს სიგრძე 27, ხოლო სიგანე 30 მეტრი იყო და ის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობის დროს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გრუნტის ჩანგრევის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები, სატელეფონო ხაზი, წყალგაყვანილობა და გაზსადენი დაზიანდა, ყველაფრის აღდგენა იაპონელებმა მხოლოდ ერთ კვირაში შეძლეს. ფაქტობრივად ორმოს ამოვსებას 48 საათი დასჭირდა, ხოლო გზის სრული რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდა.