დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ნიკოლაი აზაროვს ბოიკოტი გამოუცხადეს
დასავლური მედია წერს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩასულ უკრაინის პრემიერს ნიკოლაი აზაროვს ბოიკოტი გამოუცხადეს და ის პარასკევს სიტყვით ვეღარ გამოვა. ამ ცნობას ფორუმის პრესსამსახური ჯერჯერობით არ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფორუმის პირველი სესია წუთიერი დუმილით დაიწყო – მონაწილეებმა კიევში დაღუპული დემონსტრანტების ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრემიერმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ბი-ბი-სი-ს და განაცხადა, რომ კიევში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.