რომელი მულტფილმებია მავნე ბავშვების ფსიქიკისთვის – რას ამბობენ ფსიქოლოგები

უცხოელმა ფსიქოლოგებმა ყველაზე მავნე მულტფილმების რეიტინგი გამოაქვეყნეს. პირველ ადგილზე რუსული მულტფილმი „მაშა და დათვია“. მისი მთავარი გმირი – მაშა ძალიან ჭირვეულია და ამისთვის ის არასოდეს დასჯილა. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვები მას მიბაძავენ, ვინაიდან იფიქრებენ, რომ ამ საქციელისთვის არ დასჯიან.

unnamedმეორე ადგილზეა მულტფილმი „მონსტრი ჰაი“, სადაც მოქმედება მონსტრების სკოლაში ვითარდება. აქ გმირები არა სასწავლო პროცესით, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებით არიან დაკავებულები, თანაც ერთმანეთს სლენგზე ესაუბრებიან. „ამას ბავშვთა აღზრდისთვის არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია“ – ამბობენ ფსიქოლოგები.

spongebob-ultra-ebook_32026_1“მავნებლობის” მხრივ მესამე ადგილზეა ანიმაციური ფილმი „ღრუბელი ბობი“. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მულტფილმში არის მომენტები, რომლებსაც ბავშვთა ფსიქიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ღრუბელი ბობი არ არის განათლებული, არის ძალიან ზარმაცი და მაინც ცხოვრებაში ბევრ რამეს აღწევს.

maxresdefaultმეოთხე ადგილზეა ყველასთვის ცნობილი „ტომი და ჯერი“. მულტფილმში წრუწუნა ჯერი მუდმივად დასცინის და ამცირებს კატა ტომს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ბავშვთა მხრიდან უფროსებთან ურთიერთობის ყოვლად მიუღებელი ფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები