მეცნიერები – ვაჟების და გოგონების ტვინი სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებს
ძლიერი სტრესი ვაჟებისა და გოგონების ტვინზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს.
ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი (კუბძულოვანი ნაწილი), შედარებით პატარა აქვთ გოგონებს, რომლებმაც ტრავმა გადაიტანეს. ბიჭებს კი კუნძულოვანი ნაწილი სტრესის შემდეგ უფრო მოზრდილი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივად.
სწორედ ამიტომ, მეცნიერების აზრით, გოგონებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე ვაჟებს.
შესაბამისად, მისი მკურნალობაც სხვადასხვა მეთოდებით არის აუცილებელი.