ოპოზიციამ ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადა

  პარტია “უდარ”-ის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო უკრაინის ოპოზიციამ პრეზიდენტად გამოაცხადა, -ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოპოზიციამ გაავრცელა მანიფესტი, სადაც ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებულად გამოაცხადეს, ხოლო ვიტალი კლიჩკო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დაასახელეს.
“თანამემამულენო! ყველაფერი ნათქვამია. დრო მოვიდა, რომ ვიმოქმედოთ. ჩვენ, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც, კიევში, მაიდანზე შევიკრიბეთ, ვიქტორ იანუკოვიჩს გადაყენებულად ვაცხადებთ. ჩვენ ვიტალი კლიჩკოს დროებით პრეზიდენტად ვირჩევთ”, – ნათქვამია ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მანიფესტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები