იტალიურ-რუსული კომპანია დონალდ ტრამპს ოქროს iPhone 7-ს აჩუქებს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს იტალიურ -რუსული კომპანია Caviar-ი ოქროს iPhone 7-ს აჩუქებს. ეს ფირმა მობილური აპარატების გაფორმებით არის დაკავებული,  ასე მოულოცავს  კომპანია ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
სმარტფონის კორპუსი ოქროსია და მას დონალდ ტრამპის პორტრეტი, ასევე შეერთებული შტატების გერბი ამშვენებს. ასევე iPhone 7-ზე დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგია დაწერილი Make America Great Again („ისევ გადავაქციოთ ამერიკა დიდ ქვეყნად“).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები