მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ ვერ ანადგურებს სიმსივნეს ქიმიოთერაპია

ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ ვერ ანადგურებს ქიმიოთერაპია სიმსივნეს. როგორც გაირკვა, სიმსივნეში ცილის მოლეკულა არ არის, რომელიც სიმსივნის უჯრედების განადგურებაზე მოქმედებს. ამის შესახებ გამოცემა  Business FM იუწყება.
ქიმიოთერაპიას სიმსივნის მკურნალობის დროს იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში სიმსივნის უჯრედები წამლების მიმართ მდგრადია.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უჯრედებში TP53TG1-ის არარსებობა მათ მდგრადობას აძლიერებს. ახლა მკვლევარებმა უნდა დაადგინონ, შეძლებს თუ არა წამალი სიმსივნის დამარცხებას ამ მოლეკულის აქტივაციის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები