კომპანია Microsoft-ი: – ოპერაციულ სისტემა Windows-ზე შეტევაში რუსი ჰაკერები მონაწილეობდნენ
კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ოპერაციულ სისტემა Windows-ზე შეტევაში რუსი ჰაკერები მონაწილეობდნენ. ეს იგივე დაჯგუფებაა, რომელმაც „დემოკრატიული პარტიის“ საფოსტო სერვერებზე კიბერშეტევა განახორციელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საუბარია დაგჯუფება Strontium-ზე, რომელიც ასევე Fancy Bear-ის და APT 28-ის სახელით არის ცნობილი. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ დაჯგუფება რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობს.
ის, რომ ოპერაციული სისტემა Windows დაუცველია, ოქტომბრის ბოლოს Microsoft -ის მთავარმა კონკურენტმა, Google-მა განაცხადა. ამის შემდეგ Microsoft-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ Google-მა კომპანიის კლიენტები დარტყმის ქვეშ დააყენა.
რუსი ჰაკერები, თავდასხმებში, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაადანაშაულა.