ბარი ნაბახუსევი ადამიანებისთვის – უნიკალური ადგილი ამსტერდამში (ფოტოკოლაჟი)
მსოფლიოში პირველი ბარი ე.წ. „პახმელიის“ წინააღმდეგ. ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში ნაბახუსევი ადამიანებისთვის ბარი გაიხსნა. აქ ალკოჰოლი არ იყიდება, თუმცა არის ბევრი სხვა სასმელი, რომელსაც ადამიანის გამოფხიზლება შეუძლია.
ბარი პარასკევიდან კვირის ჩათვლით მუშაობს. „მწვანე ოაზისში“ კლიენტებისთვის ყველა პირობა არსებობს – საწოლი რბილი ბალიშებით, ტელევიზორი, ჟანგბადის კოქტეილები, ასევე სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის მასაჟები. ბარში სპეციალური ინსპექტორებიც არიან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობას აფიქსირებენ.
ადამიანების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ თავზეხელაღებული საღამოს შემდეგი დღე არც ისე პროდუქტიულია. იმისთვის, რომ ნაბახუსევს გავუმკლავდეთ, ცოტა რამ არის საჭირო – კარგი ლეიბი, გემრიელი საჭმელი, გართობა და ბევრი ვიტამინი. ნაბახუსევის ბარში სტუმრებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთის მიღება შეუძლიათ.