23 იანვარი ლვოვში გლოვის დღედ გამოცხადდა

  23 იანვარი უკრაინის ქალაქ ლვოვში გლოვის დღედ გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლვოვში შენობებზე დღეს აღმართავენ დროშებს, რომლებიც სამგლოვიარო ლენტებით იქნება გაფორმებული. ამასთან, ლვოვის ქალაქის საბჭომ ყველა გასართობ დაწესებულებას თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად შეზღუდონ მუსიკა.  როგორც გამოცემა “უნიანი” წერს, კიევში გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს 5 მომიტინგე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები