აზერბაიჯანში 4 ნოემბრიდან iPhone 7 და iPhone 7 Plus გაიყიდება
საფირმო მაღაზიების ქსელმა Alma Store-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ iPhone 7 და iPhone 7 Plus 4 ნოემბრიდან აზერბაიჯანში გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა .1news.az იუწყება.
Alma Store აზერბაიჯანში კომპანია Apple-ის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია. ამ სტატუსს Apple პარტნიორების საცალო მაღაზიებს ანიჭებს, რომლებიც მის სტანდარტებს აკმაყოფილებს.