უკრაინის პატრიარქმა პრეზიდენტის ორდენზე უარი თქვა

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, პატრიარქმა პრეზიდენტის პირველი ხარისხის ორდენზე უარი თქვა, რომელიც ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის, მას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა გადასცემოდა. “იმ პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაშია, როდესაც ხალხი დაიღუპა და კიევის ცენტრში გრძელდება დაპირისპირება, ჩემი თხოვნა იქნება, არ გადმომცეთ ჯილდოები. ჩემს ამ გადაწყვეტილებას ასევე მხარი დაუჭირეს წმინდა სინოდის წევრებმა და არქიეპისკოპოსებმა, რომლებიც დღეს კიევში შეიკრიბნენ”, – განაცხადა კიევის პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ისინი ლოცულობენ გარდაცვლილთა სულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები