უკრაინის ოპოზიციამ იანუკოვიჩს დათმობაზე წასასვლელად 24 საათი მისცა
უკრაინის ოპოზიციამ ქვეყნის პრეზიდენტს დათმობაზე წასასვლელად 24 საათი მისცა. ოპოზიციის ლიდერ არსენი იაცენიუკის განცხადებით, ვადის ამოწურვის შემდეგ, დემონსტრანტები გრუშევსკის ქუჩისკენ დაიძვრებიან. იაცენიუკის პარალელურად საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მოსახლეობას პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო.
ოპოზიციის ლიდერი უკრაინელებს სთხოვს, ზუსტად 12:00 საათზე გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყონ და ამით მაიდანზე შეკრებილების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ. დემონსტრანტებს ოპოზიციის ლიდერი პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეგახსენებთ რომ გასული ღამის განმავლობაში 5-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, მათგან 4 ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც. გასული ღამის განმავლობაში აქციის ორ მონაწილეს თვალი დაუზიანდა დაკავებულია 21 ადამიანი. ბრალდება მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ.