ნიკოლაი აზაროვი: უკრაინის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს

ამ წუთებში უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სამხედროებს და სამართალდამცველებს მიმართავს, არ გამოიყენონ იარაღი თავისი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი კი  “ბი-ბი-სი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება  პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებით დაინტერესებულია.  აზაროვმა, რომელიც დავოსში მსოფლიო  ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად იმყოფება,  22 იანვარს,  ევრომეიდანზე სპეცნაზის და აქციის მონაწილეების შეტაკება შემდეგნაირად განმარტა: ეს იყო ექსტრემისტი-რადიკალების გამოსვლები, რომელზეც კონტროლი უკრაინის ოპოზიციამაც კი დაკარგა”.
ამავდროულად, უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ არ იზიარებს რუსეთის ფედერალური ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პოზიციას, თითქოს “სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება”.  აზაროვის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება სიტუაციას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე აკონტროლებს და საგანგაშო არაფერია. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები